300 ექსპეტიმენტალური ვაქცინა ებოლას წინააღმდეგ

ებოლას მომაკვდინებელი დაავადების წინააღმდეგ შექმნილი 300 ექსპერიმენტალური ვაქცინა დღეს თვითმფრინავით გადაიტანეს აფრიკაში.
ეს ექსპერიმენტალური პრეპარატის მხოლოდ პირველი პარტიაა და საერთო ჯამში ის 10 000 ადამიანმა უნდა მიიღოს, მათ შორის იმ ექიმებმა, რომლებიც იმ ქვეყნებში მუშაობენ, სადაც ვირუსი მძვინვარებს.
კიდევ 10 ათასი პლასებოს მიიღებს.
ვაქცინა ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების ერთობლივი ნამუშევარია და ის უკვე გამოსცადეს 200 ჯანმრთელ მოხალისეებზე.
მედიკოსები ფიქრობენ, რომ ახალი უფრო მასშტაბური კვლევები მათ საშუალებას მისცემს დაადგინონ ექნება თუ არა ვაქცინას ებოლასგან დაცვის ხანგრძლივი ეფექტი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის
შემდეგი სტატიასაბერძნეთში საარჩევნო აგიტაციის წინა დღეა