30 ვერცხლად გაყიდული ოპოზიაცია- შოთა წურწუმიასა და ოთო შენგელიას პირველი კომენტარები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის განმეორებით კენჭისყრაში პარტია ” საქართველოსთვის, “ნაციონალური მოძრაობა” და პარტია “ლელო” მონაწილეობას არ მიიღებს.

https://youtu.be/0cZz7rievqs

 

ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგად, მანდატების გადანაწილება ასეთია:
„ქართული ოცნება“ – 12
„ნაციონალური მოძრაობა“ – 7
„საქართველოსთვის“ – 7
„ლელო“ – 1

 

ფარული კენჭისყრის შედეგად 13 ხმა მიიღო „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ. 12 ხმა მიიღო მეორე კანდიდატმა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, შოთა წურწუმიამ.
27-დან ერთი საკრებულოს წევრი (კოვიდინფიცირებული) არ გამოცხადდა. ერთი ხმა კი ბათილი აღმოჩნდა.

 

 

 

 

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

 

https://youtu.be/EujqnmW-LkA

banner
წინა სტატიაშილაშა დარსალია – ჩვენთვის ე.წ. 3+3 ფორმატი მიუღებელია, ასეთ ფორმატებში მონაწილეობა არც განიხილება
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია