30 წლის კაცი, რომელსაც გუშინ, გონიოში მშენებარე კორპუსიდან ჩამოშლილი ხარაჩო დაეცა, გარდაიცვალა. ის კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა, ექიმები ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
შეგახსენებთ, დაშავებულის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ კლინიკაში სამშენებლო კომპანიიდან არავინ მისულა და დაშავებულის მდგომარეობა რც კი მოუკითხავს. ოჯახი ამბობდა, რომ დაშავებულის გადარჩენის შანსი მხოლოდ მისი თურქეთში გადაყვანის შემთხვევაში არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ, გამთენიისას დაშავებული გარდაიცვალა.

















