30 წელია აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით – საელჩოს კომენტარი

საქართველოში ამერიკის საელჩო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე “ქართული ოცნების” განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. საელჩო ამბობს, რომ 30 წელია მხარს უჭერენ საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარებაა.

საელჩო განმარტავს, რომ დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში.

“30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან”, – ნათქვამია საელჩოს კომენტარში.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” არც პროევროპულია, არც პროამერიკული და არც პრორუსული, პროთავისია – გახარია
შემდეგი სტატიამოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არა მგონია კარგად იყოთ თქვენ, ან მე 2022 წელს – უსუფაშვილი