30 სექტემბერს ბათუმში საქმიანი და საინვესტიციო ღონისძიება Batumi Gaming Fest-ი გაიხსნება

2022 წლის 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმროში „ეიფორია“, სათამაშო ბიზნესის სფეროში მსხვილი საქმიანი და საინვესტიციო ღონისძიება Batumi Gaming Fest – ჩატარდება.

Batumi Gaming Fest მთავარი მიზანია – ბათუმის, როგორც სათამაშო ტურიზმის რეგიონალური ცენტრის გავითარების ხელშეწყობა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიიღებენ მონაწილეობს, წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას პროფესიონალებისთვის, ბაზრის ოპერატორებისა და კანონმდებლებისათვის გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.

Batumi Gaming Fest – ესა არაორდინალური ფორმატის ბიზნეს-ფორუმია: კონფერენციის, დემო-ზონის, გასართობი ღონისძიებების და წვეულებების კომბინაცია.

საქმიანი ღონისძიებების განყოფილებები

• მარეგულირებლები და იურიდიული პირები;
• აღჭურვილობა, ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა;
• ონლაინ და ოფლაინ ოპერატორები;
• საგადასახადო სისტემები და კრიპტო;
• ტურიზმი, მოთამაშეები და გართობის აგენტები;
• ინვესტორები და უძრავი ქონება.

საქართველოს, კერძოდ, ბათუმის სათამაშო ბიზნესის სწრაფი განვითარება და ასევე მისი გეოგრაფიული და პოლიტიკური მდებარეობის უნიკალურობა ფესტივალს არსებით უპირატესობას ანიჭებს, რათა მან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სფეროს საერთაშორისო კალენდარში.

კონფერენციის მსვლელობისას სახელმწიფოს წარმომადგენლები და დარგის ლიდერები წარმოადგენენ ხედვებს და გაცვლიან მოსაზრებებს ურთიერანამშრომლობის სრულყოფის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც გაშუქებული იქნება ფორუმზე – ესაა სფეროს სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური რისკების მინიმიზირება. სათამაშო ბიზნესის სფეროში ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი პიტერ უაითი – წამყვანი დარგობრივი ჟურნალის Casino Life გამომცემელი, კონფერენციაზე წარადგენს მოხსენებას კლიენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის წინასე პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ლუსიენ ვაისმანნი – სლოტ-ბიზნესის მუშაობის ცნობილი ტრენერი, Electronic Gaming Academy დამფუძნებლი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ჩაატარებს მასტერ-კლასების სერიას, სადაც გაერთიანებული იქნება სლოტ-ბიზნესის თეორიული კონცეფციები და რეალური ბიზნეს-პროცესების მონაცემები.

ღონისძიების სპონსორები არიან საერთაშორისო კომპანები: IGT – სათამაშო ავტომატების და სლოტ-თამაშების გლობალური მწარმოებელი (კომპანია ვაჭრობს ნიუ-იორკის ბირჟაზე), CoinsPaid -ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო კრიპტოოპერატორი, ბუკმეკერული პლატფორმის მიმწოდებელი Digitain, სამორინეების აღჭურვილობის მწარმოებელი CTC Holdings (ლატვია) და სათამაშო მოწყობილობების დისტრიბუტორი Gaming Supplies.

ფესტივალს ასევე მხარს უჭერენ ადგილობრივი ოპერატორებიც: ბათუმის უმსხვილესი სამორინე Eclipse ღონისძიების გენერალური პარტნიორია და ის ორივე საღამოს ჩაატარებს პოკერის ფესტივალს და ასევე დახურვის წვეულებას ღამის კლუბში Moon.

ფესტივალის ბოლოს დელეგატების გართობის მიზნით. სამორინე Otium ბათუმში, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, გაიხსნება ამ თვეში და ასევე დაასპონსორებს ფესტივალს BGF და მოიწვევს დელეგატებს საზეიმო წვეულებაზე.

დემო-ზონაში მონაწილეობას მიიღებენ სამორინეს მოწყობილობების მწარმოებლები, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები, სათამაშო მომსახურების გამწევი კომპანიები, ოპერატორები და პროვაიდერები, ყველა, ვისაც შეხება აქვს ადგილობრივ სათამაშო ბაზართან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უძრავი ქონების სექტორი, რომელსაც ასპონსორებს 7th Heaven Residence, ამჟამად ბათუმსა და აჭარის რეგიონში გასაყიდად და გასაქირავებლად მშენებარე სამორინეების და სასტუმროების პროქტებით.

პოტენციურ ინვესტორებს ექნებათ პირდაპირი წვდომა სამშენებლო კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან, მათ პროექტებსა და გეგმებთან და ასევე ექნებათ შესაძლებლობა რამოდენიმე ვარიანტიდან აირჩიონ პროექტი თავისი ინვესტიციებისათვის.

გარდა იმისა, რომ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ახალი კავშირები და კონტაქტები და გააფართოვონ საკუთარი დარგობრივი ცოდნა, ღონისძიება ასევე სასარგებლო იქნება სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული რიგითი თანამშრომლებისათვის, და ასევე მათთვის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ფიქრს ამ ინდუსტრიაში კარიერის შესახებ, ვინაიდან ბევრი კომპანია გეგმავს პერსონალის აყვანის პროცესის ორგანიზებას თავის საგამოფენო სტენდებზე.

ფართო საქმიან პროგრამასთან ერთად იქნება გასართობი ღონისძიებების სერია როგორც გამოფენის სტუმრებისათვის, ასევე დელეგატებისათვის. გამოფენის სტუმრები და დელეგატები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას სპონსორების წვეულებებში.

ბათუმი სექტემბერში – არაჩვეულებრივი ადგილია რამოდენიმე დღის გასატარებლად, ამიტომ მისი უძრავი ქონების და ტურიზმის ზრდის ფაქტორის გათვალისწინებით და, რაც მთავარია, საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების გათვალისწინებით, Batumi Gaming Fest – ეს ის მვლენაა, რომელსაც უნდა ესტუმროს ყველა, ვინც დაკავშირებულია სათამაშო და საამშენებლო ინდუსტრიასთან.

დაწვრილებითი ინფორმაცია ფესტოვალის შესახებ იხილეთ ღონისძიების საიტზე: https://bgf.ge/

 

banner
წინა სტატიაშიყირიმში მცხოვრებმა ქალმა რუსი ოკუპანტების მხარდაჭერის გამო ქმარს ტაფით სცემა
შემდეგი სტატიამომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რის ფასად მოიპოვეს გამარჯვება – ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი