30 რეგისტრირებული სუბიექტიდან სია მხოლოდ ოთხს აქვს წარდგენილი-ცესკო

ცესკოში 30 რეგისტრირებული სუბიექტიდან სია მხოლოდ ოთხს აქვს წარდგენილი. ცესკო კი 10 დღის ვადაში გადაამოწმებს მას.

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებისთვის ბარათების დარიგებასაც დაიწყებენ.

ამ ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საარჩევნო სიებში საკუთარი თავი.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამ დროის მონაცემებით 3 510 ათას 514 ამომრჩეველია რეგისტრირებულია.

„ამ ეტაპზე შემოტანილი აქვს პარტიული სია ოთხ საარჩევნო სუბიექტს. ესენია პატრიოტთა ალიანსი, რესპუბლიკური პარტია, მემარცხენე ალიანსი და მიხეილ სალუაშვილის პარტია. გარდა ამისა საარჩევნო ოლქებში რეგისტრაცია გაიარა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილმა 59 მაჟორიტარმა კანდიდატმა,“- განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნატო-ს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატო-ში წევრობა აშორებს,”- დავით უსუფაშვილი
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქედააკავეს