30 რძის საწარმოს 40-დან 75 0000-მდე ღირესბულების აღჭურვილობა გადაეცემა

საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას. რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რომელიც საშუალებას აძლევს მესაქონლეობის და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, არა მარტო რძის შემკრები პუნქტი მოაწყონ, არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესმოწმებელი საველე აპარატურა, რაც 40-დან 75 0000-მდე ღირესბულების აღჭურვილობის გადაცემას გულისხმობს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. საუბარია დაახლოებით 30 კოოპერატივზე.

პრემიერის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს არამარტო რძის შემკრები პუნქტის მოწყობის საშუალება ექნებათ, არამედ მათ რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურაც გადაეცემათ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ საქართველოს 135 მილიონი ევროს სესხი და 5 მილიონი ევროს გრანტი გამოუყო
შემდეგი სტატიაგორში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება