30 ოქტომბერს დონალდ ტრამპი სი ძინპინს სამხრეთ კორეაში შეხვდება

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგა, სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს მომდევნო ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს.

პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრა სამხრეთ კორეულ ქალაქ ბუსანში “აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის” ქვეყნების სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ეწვევა მალაიზიასა და იაპონიას, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

banner
წინა სტატიაშირუსთაველი რამდენჯერმე გადაიკეტა, საბოლოოდ კი პოლიციამ საავტომობილო მოძრაობა აღადგინა
შემდეგი სტატიაპროკურატურაში გენერალური პროკურორის ბრიფინგი ჩაინიშნა