30-ჯერ მეტი PLUS ქულა – საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები განსაკუთრებულ  შეთავაზებას შექმნიან

 

საქართველოს ბანკი, Ads მენეჯერის კამპანიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, Ads მენეჯერის დახმარებით, ბიზნესს შეუძლია, საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვება შესთავაზოს. ხოლო ბიზნესის მიერ გაწეულ ხარჯს 30-ჯერ მეტ პლუს ქულას, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეცეს, AmEX და საქართველოს ბანკი დაფარავენ. ინფორმაციისთვის, კამპანიის ფარგლებში ბიზნესების მომხმარებლებს მაქსიმუმ 10000 პლუს ქულის დაგროვება შეუძლიათ.

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, ფასდაკლების, ქეშბექის ან პლუს ქულების შეთავაზებები შექმნან და  საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე წარუდგინონ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის კამპანია გრძელდება და ჩვენ ბიზნესებს ვაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მოიზიდონ მომხმარებლები და გაზარდონ გაყიდვები. მუდმივად მზარდი ინტერესი Ads მენეჯერის მიმართ კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით თანამედროვე ბიზნესებისთვის სასარგებლო ტექნოლოგიურ პროდუქტებს. საგულისხმოა, რომ ციფრულ პლატფორმებს, სადაც ბიზნესის შეთავაზება ჩანს, დღეს 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ ბიზნესებს“, – ამბობენ საქართველოს ბანკში.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ.  თუ ხართ კომპანიის დირექტორი,  შეთავაზების შექმნა manager.bog.ge-დან შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელსა და პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში იყენებთ. ხოლო თუ ხართ მარკეტერი, შეთავაზების შექმნისთვის დირექტორს აქვს შესაძლებლობა, manager.bog.ge-ზე შესაბამისი როლი მოგანიჭოთ. 30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზებაზე სრული ინფორმაციისთვის ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს, შეავსეთ ფორმა და საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი ამომწურავ პასუხებს გაგცემთ.

 

 

banner
წინა სტატიაშიცოდნა ზრდის საზღვრებს – საქართველოს ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას, ისწავლოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში
შემდეგი სტატიაცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები