30 ივლისიდან საქართველო შედის „წითელი“ ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის „წითელი“ ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

„აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება ან მოიხსნება“, – აცხადებენ ისრაელის საელჩოში.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთის ავტობაზარი დასავლეთ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაშავებული მანქანების ქვეყანაში შეყვანას ვარაუდობს
შემდეგი სტატია„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება