11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

“30 ათასზე მეტი სანქცია დაწესდა, თუმცა რუსეთმა სუვერენიტეტი გაამყარა”-პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში გამართულ BRICS-ის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანამ ეროვნული სუვერენიტეტი გაამყარა და დასავლურ სანქციებს ეფექტიანად გაუმკლავდა.

პუტინის მტკიცებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა უფრო მეტად თავად სანქციების ინიციატორი ქვეყნები დააზარალა.

„რუსეთი სანდო პარტნიორებთან კავშირებს ავითარებს და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის. რუსეთის ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო, რის შედეგადაც იგი უფრო ძლიერი, მდგრადი და მოქნილი გახდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთში ეკონომიკური ზრდის ტემპები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

რუსეთის წინააღმდეგ 30 ათასზე მეტი სანქციაა დაწესებული… მაგრამ თავად სანქციების ინიციატორები აღმოჩნდნენ მძიმე შედეგების წინაშე. ისინი ეკონომიკური ვარდნის, ბიუჯეტის დეფიციტისა და მზარდი სახელმწიფო ვალების წინაშე აღმოჩნდნენ“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ეს არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან
შემდეგი სტატიაწალენჯიხის სოფელ საჩინოში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება