30-31 აგვისტოს ფოთში ზაფხულის ზღვისპირა საღამოები გაიმართება

ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, 30-31 აგვისტოს ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ჩატარდება. ღონისძიება არის ფოთში, ზაფხულის სეზონის კულმინაცია.
30 აგვისტოს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ჯგუფი რეგიონი, ბენდი ერთი მეოთხედი და ლინდა ადამია.

ასევე, 30 აგვისტოს, 19:00 საათიდან მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება – ზაფხულის თამაშები 2024-ის ტურნირებში საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეების დაჯილდოება.

31 აგვისტოს კი პირველად ფოთში გაიმართება გრანდიოზული სპორტული ღონისძება MMA – შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრი. დღის ბოლოს კი გაიმართება: რეპერების ტაჰას და ბანის კონცერტი. ორდღიან ზღვისპირა საღამოს დაასრულებს DJ Leon Twin-ის შოუ.

ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიება იმართება კერძო სექტორის თანასპონსორობითა და ფინანსური მხარდაჭერით. ზაფხულის საღამოების თანასპონსორები არიან: კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი” და ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველო. ხოლო, ღონისძიების მხარდამჭერები გახლავთ ლოჯისტიკური კომპანიები: ,,ლოჯისტექსი“, „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთი“, ,,კავტრექს ფოთი“, ,,ექსპრეს ტრანს შიფმენთი”, „ კაისა 2“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – დღეს ოპოზიციური და შემდგომში უკვე კოალიციური მმართველობა 80%-ს აიღებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია