30-31 ივლისს ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 30-31 ივლისს ტემპერატურა მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +38, +39 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +31, +33 მდე. ამასთან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდები იქნება.
მათივე ინფორმაციით, 1 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება უნალექო ამინდი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +37, +38 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +30, +32 -მდე.

banner
წინა სტატიაშისტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის დეიდა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელს “სუპერ პუმას” ვერტმფრენების “ქართუს” კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემაზე ინფორმაცია არ აქვს