“3 წელი არ არის ცუდი, რადგან ჩოლოიანის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის იყო აბსოლუტურად უდანაშაულო” – ლუკა სირაძის ძმა

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ძმა, საქმეში ბრალდებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას გამოეხმაურა.

ბექა სირაძის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ გამომძიებელს 5 წელს მიუსჯიდნენ. გარდაცვლილი მოზარდის ძმის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

“ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ 5 წელს, თუმცა მიუსაჯეს 3 წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, გავივლი ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას და თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, დავილაპარაკებთ და ამ შემთხვევაში გავასაჩივრებთ, თუმცა 3 წელი, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი, იმიტომ, რომ მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის იყო აბსოლუტურად უდანაშაულო და არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ის დამნაშავე იყო, თუმცა ყველაფერი ჩვენსკენ შემოტრიალდა და ვნახეთ, რომ მიუსაჯეს გამამტყუნებელი განაჩენი,” – განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი ცნობილია – გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : მოსახლეობის მიერ რეგულაციების სწორად შესრულება თუ მოხდება, არ მგონია, კარანტინზე იყოს საუბარი
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება