მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს. მასწავლებლები და დირექტორი სკოლაში უკვე შევიდნენ.

სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა. პოლიციამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განახორციელა. სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიაეუთოს დაღუპული თანამშრომლის ცხედარი უკრაინულ მხარეს გადასცეს