3 ოქტომბრიდან, საქართველოში, განათლება სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 3 ოქტომბრიდან, საქართველოში, განათლება სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, 3 ოქტომბრიდან, ახალი მოდელით–დუალური განვითარების სისტემით იწყება რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში, 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ, დუალურ, პროფესიულ პროგრამაზე, რაც დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობასა და სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდას გულისხმობს.

პრემიერ–მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას განათლების სისტემის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის განათლების პრიორიტეტულობა რეალობად იქცა.

“წელს, პირველად, ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯებში, დაიწყება ახალი დუალური პროგრამების განხორციელება დუალური პრინციპით ბევრ პროფესიაზე: მეღვინეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა. ეს კოლეჯები პირდაპირ მოამზადებენ და დაასაქმებენ ახალგაზრდებს. ეს არის რელსებზე დაწყენებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ასაქმებს ადამიანებს.

გამომდინარე იქედან, რომ პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, ჩვენ სრულად ვაფინანსებთ სტუდენტების სწავლას პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სასწავლებლებში. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დამატებით განსაზღვრულია ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის დაფინანსება. და ყველა კოლეჯები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის”, – აცხადებს პრემიერი.

ამასთან, სტუდენტებს ასევე შეეძლებათ, გაიარონ პროფესიული ტესტირება სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე და კოლეჯშივე, პროფესიასთან ერთად, შეისწავლონ ქართული ენა.

“რამდენიმე დღის წინ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საფუძველი ჩაეყარა 10 ახალი დუალური პროფესიული პროგრამის შექმნას, რომელშიც წამყვანი როლი ექნება რეალურ დამსაქმებლებს.

პარტნიორებისა და დამსაქმებლების სახით ჩართული არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: BP, საქართველოს რკინიგზა, პორტები, ღვინის კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები”, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი ლევან კობიაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს