16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ოთხივე მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.

ცესკოს ცნობით, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ შემდეგ მაჟორიტარებს:

ვანი: ბექა ლაჭყებიანი;

წალკა: რამაზ ხინიკაძე;

დმანისი: ილიას სარსევანიძე;

ახმეტა: ადამ მოზაიძე.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას დაბალი რეიტინგის გამო არ იღებს
შემდეგი სტატიაკობა კობალაძე: 1992 წლის 14 აგვისტო იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე