3 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს- უახლოესი დღეების პროგნოზი

тგარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 1-6 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით 1 – 2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +7, +12° იქნება.

3 ნოემბერს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და კვირის დანარჩენ დღეებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +16, +21 °- მდე, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18° – მდე მოიმატებს .

banner
წინა სტატიაშისამხედრო ბრიგადებსა და თავდაცვის სამინისტროში დილა საქართველოს ჰიმნით დაიწყება
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: ვულოცავ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობას და ოპოზიციას ბოლომდე გაბანძებას