3 მიმართულების გარდა რეგულარული რეისები სექტემბრამდე არ აღდგება – საავიაციო სააგენტო

admin
ავტ.: admin ივლისი 22, 2020 10:28

3 მიმართულების გარდა რეგულარული რეისები სექტემბრამდე არ აღდგება – საავიაციო სააგენტო

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ეს შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ სამ მიმართულებას – პარიზი, მიუნხენი და რიგა.

საქართველოს საავიაციო საააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ყველა სხვა მიმართულებაზე გახანგრძლივდება 21.07.20-დან და 31.08.20-ის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა, საქართველოს წევრ ქვეყნებთან საზღვრები, 1 ივლისიდან გაუხსნა, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში უპირობოდ ევროკავშირის წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის.

იმავე ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

admin
ავტ.: admin ივლისი 22, 2020 10:28