დღეს დედის დღეა – თარიღი, რომელიც ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს დააწესა

dedis-dxeდღეს დედის დღეა – თარიღი, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს დააწესა.მას შემდეგ უკვე 25 წელია ქვეყანა 3 მარტს, დედის დღეს აღნიშნავს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა შეეცვალა. თუმცა, დღეს ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე აღინიშნება.

“დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ვინმე ენ იარვისს გასჩენია სურვილი, საგანგებო დღესასწაულით პატივი ეცა 1905 წლის მაისში, თვის მეორე კვირაში გარდაცვლილი დედისათვის, რომელიც თავის დროზე დაჟინებით მოითხოვდა ამერიკელი დედების პატივსაცემად საგანგებო დღესასწაულის შემოღებას. ენ იარვისმა დედის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია: რამდენიმე წელიწადში შეძლო მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება და ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიფინანსურმა პოლიციამ მეწარმეების მასობრივი შემოწმება დაიწყო
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: „ქართველი დედა ყველაზე, ლამაზი და მზრუნველია!“