3 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაკითხვაზე დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპატრულო პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა.

პარტიის ადვოკატის, უშანგი მიქელაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ქენან კახიძეს, ბაქარ ბარამიძესა და ზაზა ტარიელაძეს უწყება 6 ივლისს მიუვიდათ.

საქმე ეხება 3 ივლისს, სარფში ლევან ვარშალომიძის ბათუმში ჩამოსვლის დროს მომხარი ინციდენტს.

აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლეს, ამას შეხლა შემოხლა მოყვა. პირი, რომელმაც ფეხსაცმელი ისროლა იმ დღესვე დააკავეს.
„სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არის ასეთი პრაქტიკა, რომ როდესაც პირი ჩადის წვრილმან ხულიგნობას ან პოლიციას უწევს წინააღმდეგობას, თუ ეს გაქცევით არ მთავრდება, დაკავება ყოველთვის ხდება ადგილზე, იმ მომენტში, მაგრამ ეს როგორც ჩანს, ახალი პრაქტიკაა. ახლა ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუ რის საფუძველზე ედავებიან. დაკავებულები არ არიან და არც მოხდება ეს, რადგან ადგილზე უნდა დაეკავებინათ. ახლა უკვე სასამართლოს პრეროგატივაა გადაწყვიტოს, ჩათვლის თუ არა მათ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად“, – ამბობს ადვოკატი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რასაც დაკითავზე მყოფ პირებს ედავებიან, წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს და საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს გულისხმობს. თუ პირებს დამნაშავედ ცნობენ, 100 ლარიანი ჯარიმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს 90 დღემდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა – თედო კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შემდეგი სტატიალარი ისევ გაუფასურდა- ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3302 ლარია