“3 იანვარს MEGOBARI Act-ს წარვადგენთ – ის ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი იქნება, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს”-ჯო უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ამბობს, რომ MEGOBARI Act-ს კონგრესში 3 იანვარს წარადგენენ.

როგორც უილსონი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “მეგობარი აქტი” იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს – სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.

“3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, “მეგობარი აქტი” ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით – როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს – სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.

ტრამპის გუნდის ლიდერები, როგორებიც არიან [მომავალი სახელმწიფო მდივანი] მარკო რუბიო – ადამიანი, რომლის ოჯახსაც კომუნისტური კუბის დატოვება მოუხდა და ამიტომაც, პირად მაგალითზეც კარგად ესმის ტოტალიტარიზმის საშიშროება, ასევე [მომავალი ელჩი გაეროში] ელის სტეფანიკი და [მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში] მაიკ უოლცი – ეს ხალხი საქართველოს კარგად იცნობს, ისინი გულშემატკივრობენ დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს და ამ საქმეში წამყვან როლს შეასრულებენ. მათი მიზანი იქნება, რომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია პრიორიტეტად დარჩეს [ამერიკისთვის]”, – თქვა უილსონმა.

banner
წინა სტატიაში“კორუმპირებულის შვილები და ნათესავები ვერ დატკბებიან ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებით, მათი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ” – უილსონი ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, სანქციები გაგრძელდება – მეტიც, ვფიქრობ, ტრამპი დააწესებს მეორად სანქციებსაც, იმ ქვეყნებზე, რომლებიც თეირანთან თანამშრომლობენ” – ჯო უილსონი