3 დაღუპული და 14 დაშავებული – რუსეთმა დონეცკისა და ხერსონის ოლქებში დარტყმები განახორციელა

დონეცკისა და ხერსონის ოლქებში რუსეთის დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკისა და ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციები ავრცელებენ.

დონეცკის ოლქში ერთი ადამიანია დაღუპული, ხოლო ხუთი დაშავებული. ხერსონის ოლქში კი ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა.

ამასთან, უკრაინის საჰარეო ძალების განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ შეტევები „ისკანდერ-მ“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 176 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა. როგორც საჰაერო ძალებში განმარტავენ, მათ 139 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია“ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი