28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

3 აგვისტოს ზუსტად სამი წელი შესრულდება შოვის შემზარავი სტიქიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

3 აგვისტოს ზუსტად სამი წელი შესრულდება შოვის შემზარავი სტიქიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
3 აგვისტოს, დღის სამ საათზე, კურორტ შოვში, ღვარცოფი მოვარდა. ტალახისა და ლაფის რამდენიმე მეტრიანმა მასამ რამდენიმე წუთში დაფარა მთელი შოვი. გზად გადაურა კოტეჯებს, სადაც ადამიანები ისვენებდნენ. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, მანქანები, უზარმაზარი ხეები. ჰექტრობით ტერიტორია ტალახის მასად იქცა.
შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ:
ზაზა მესხი; მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
დავით ბერიაშვილი;
სამირა ისაევა;
გიორგი გოგინაშვილი;
ქსენია ტრიჩევა;
და-ძმა – მეგი და გიგი გუტაშვილები;
ნინო კენჭაძე;
და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
გენადი სულთანიშვილი;
და-ძმები – ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
თემურ ჩარკვიანი;
ნიკა ჩალაძე;
სოფო ბაკურაძე;
გვანცა ბუბაშვილი;
სალომე ხეთაგური;
დიტო ფირცხალავა;
მარინა ხორბალაძე;
ქეთევან ლობჟანიძე;
მანანა ჯაჭვაძე;
ლევან რაზმაძე.
მარადიული ხსოვნა!

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი