3 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი შესრულდება შოვის შემზარავი სტიქიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

3 აგვისტოს, დღის სამ საათზე, კურორტ შოვში, ღვარცოფი მოვარდა. ტალახისა და ლაფის რამდენიმე მეტრიანმა მასამ რამდენიმე წუთში დაფარა მთელი შოვი. გზად გადაურა კოტეჯებს, სადაც ადამიანები ისვენებდნენ. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, მანქანები, უზარმაზარი ხეები. ჰექტრობით ტერიტორია ტალახის მასად იქცა.

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს.

შოვში დაღუპულები
ზაზა მესხი;
მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი;
ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა;
დავით ბერიაშვილი;
სამირა ისაევა;
გიორგი გოგინაშვილი;
ქსენია ტრიჩევა;
და-ძმა – მეგი და გიგი გუტაშვილები;
ნინო კენჭაძე;
და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
გენადი სულთანიშვილი;
და-ძმები – ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;
და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები;
თემურ ჩარკვიანი;
ნიკა ჩალაძე;
სოფო ბაკურაძე;
გვანცა ბუბაშვილი;
სალომე ხეთაგური;
დიტო ფირცხალავა;
მარინა ხორბალაძე;
ქეთევან ლობჟანიძე;
მანანა ჯაჭვაძე;
ლევან რაზმაძე;

banner
წინა სტატიაშიდემოკრატები: კამალა ჰარისს საკმარისი ხმები აქვს ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვი
შემდეგი სტატიაბუდანოვის თქმით, უახლოეს თვეებში ყირიმის ხიდის განადგურების შანსი არის