“3 + 3” ფორმატის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება – ყოველთვის მოხარული ვიქნებით ქართველი კოლეგების მონაწილეობით – ლავროვი

სამხრეთ კავკასიის საკითხებზე “3 + 3″ ფორმატში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, თურქეთი, ირანი) მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი მონაწილეობით. მზადდება შემდეგი შეხვედრა, იმედი მაქვს, რომ მის დაანონსებას უახლოეს მომავალში შევძლებთ,” – აღნიშნა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში თავდასხმისთვის მზადყოფნაშია მოწინააღმდეგის 4 სარაკეტო ხომალდი და წყალქვეშა ნავი