3 მილიონი დოლარი ბანკების ძარცვაში ეჭვმიტანილზე ინფორმაციისთვის

Evgeniy-Bogachev-FBI1აშშ-ს ხელისუფლებამ 3 მილიონი დოლარი დააწესა ჯილდოდ, რუსეთის მოქალაქე ევგენი ბოგაჩოვის შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც კიბერ-თაღლითობისათვის იძებნება.
ევგენი ბოგაჩოვი, აშშ-ს ბანკების ელექტრონული ანგარიშებიდან 100 მილიონი დილარის ქურდობის გამო იძებნება. ,,ეფ-ბი-აი,,ს ცნობით, ბოგაჩოვი რუსეთის ფედერაციაში იმალება.
ანაპაში დაბადებული რუსი ჰაკერი ევგენი ბოგაჩოვი, სინამდვილეში აშშ-ში არასოდეს ყოფილა… მან ისე მოპარა ამერიკულ ბანკებს 100 მილიონი დოლარი, რომ ანაპაში, საკუთარ სახლში სავარძლიდანაც კი არ ამდგარა. ფაქტის გახმაურების შემდგომ მისი სახლის დასათვალიერებლად მისულ ინგლისელ ჟურნალისტებს მეზობლებმა განუცხადეს, რომ მათი მეზობელი რომელიც ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ არ უნახავთ, ძალიან წყნარი ადამიანი იყო.. ცხოვრობდა ჩვეულებრივად… დადიოდა ძველი ვოლვოთი, რომელსაც წარწერა ჰქონდა ,,კომპიუტერის შეკეთება,, ხოლო სახლთან მისულმა პოლიციის უბნის ინსპექტორმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ს ბანკების გაძარცვის გამო ბოგაჩოვს დაიჭერის ნაცვლად, დიდი სიამოვნებით ორდენს გადასცემდა მას.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: მინიმუმ წელიწადნახევარი გველის სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ყველაზე მთავარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას არავის ვაპატიებ