ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლება ყველა ფეხის ნაბიჯზე ღალატობდა ქვეყანას, ბუნებრივია, მათ სახელმწიფო ღალატის მუხლის მიმართ შიში ექნებოდათ

გარეჯის თემაზე გამოძიება გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია, რომ სახელმწიფო ღალატის მუხლი ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარეჯის საქმე მგრძნობიარე თემას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს.

„წინა ხელისუფლება ყველა ფეხის ნაბიჯზე ღალატობდა ქვეყანას და, ბუნებრივია, მათ ამ მუხლის მიმართ ექნებოდათ შიში. გარეჯი არის მნიშვნელოვანი საქმე, მგრძნობიარე თემას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის. უნდა გავიგოთ, რა ინტერესი იდგა იმ ნაბიჯების წინ.
გარდა იმ სისხლის სამართლებრივი საქმისა, რაც ახლა განიხილება, სხვა საქმეებსაც გავიხსენებ.

წინა ხელისუფლებამ აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რაც იყო დანაშაული და სწორედ ამ საზღვრების აღდგენაც და იქ მეორე არჩევნების ჩატარება იყო პირდაპირი დანაშაული, ამან ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციას, განეხორციელებინა ჩვენი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია. ეს იყო პოლიტიკური დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს გარეჯის თემაზე და გაგრძელდება. თვითონ მუხლებში, რა თქმა უნდა, საინტერესოა, რომ სახელმწიფო ღალატის მუხლი ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან, საინტერესო დეტალია.

ეს არის შიში, მათ ექნებოდათ შიში, რადგან სახელმწიფო ღალატს ისინი ჩადიოდნენ ყოველდღიურ რეჟიმში. ამ სახელმწიფო ღალატის შედეგები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და სტრატეგიული, ეკონომიკური ობიექტების გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის. ამ რეგიონში ვართ, ვანო მერაბიშვილის რაიონია და მას ეკუთვნის სიტყვები, ფულს სუნი არ ქონდაო. ეს იყო პასუხი, როცა კითხეს, საინვესტიციო ობიექტებს აძლევდნენ რუსებს. ვინ იყო რუსეთთან დალაგებული და ვინ ღალატობდა სახელმწიფოს, ამ ყველაფრიდან ნათელია. მათ, ბუნებრივია, ჰქონდათ შიში ამ მუხლის მიმართ. მთავარია, სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად გამოიძიონ“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამცხე-ჯავახეთში.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: სხვა ქვეყნები სიკვდილიანობის ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას განცხადება ევროპულ საქართველოს ხელს არ შეუწყობს, რომ არჩევნებზე მეტი ხმა მოაგროვონ