„ქართული ოცნების“ ერთადერთი სატრაბახო თემა, წინასაარჩევნოდ, კოვიდის დამარცხებაა”

„რა გამოდის, მარტო თალაკვაძე აღმოჩნდა შეგნებული ადამიანი თვითიზოლაციაი რომ წავიდა?! თალაკვაძესთან ერთად, ბათუმში „ოცნების“ კანდიდატის წარდგენას, დეპუტატები, მინისტრები, პრემიერი ესწრებოდნენ.
დანარჩენები რას უცდიან?! თუ მაგალითის მიცემა უნდათ, საკუთარი თავი გაუშვან თვითიზოლაციაში.
ან ვერავის ვერ ჩაკეტავენ და არც უფლება აქნებათ ვინმე აიძულონ!“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და „ოცნების“ ხელისუფლებას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

„ ოცნების“ ერთადერთი სატრაბახო თემა, წინასაარჩევნოდ, კოვიდის დამარცხებაა. თუ მართლა დაამარცხეს, მაშინ აღარ უნდა იყოს, მაგრამ მათი ხელისუფლება მთელი რვა წელია ცდილობს ქვეყანა სიცრუეში აცხოვროს და ახლაც იგივე განაგრძობენ – კოვიდი იქნება ეს, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში.ანუ, კობახიძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, წინა ხელისუფლებაში რა ხდებოდა.

1. თავად მათი წარმომადგენელი იყო და იმიტომ.
2. როდესაც კობახიძე ვინმეს პოლიტიკურ კრიმინალობაზე საუბროებს, ჯერ თავის რიგებს გადახედოს. სავსეა „ოცნება“ 2012 წლამდე ხელისუფლების წარმომადგენელბით თუ ხელისუფლების დამფინანსებლებით.

მოკლედ, ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა.-„ოცნებს“ დღეს სააკაშვილის დაბრუნების კი არ ეშინია, მათ იმის შიშები უფრო დაეწყოთ, რომ ქართველი ხალხი გამოფხიზლდა და რვაწლიანი სიცრუის გამო საკადრისს პასუხს გასცემს. „ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიდაამტკიცეს კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქის ევროპაში გაშვებას მესაზღვრე გადაწყვეტს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ღალატს ბოდიში არ შველის. მიხეილ სააკაშვილი მიიღებს უმკაცრეს პასუხს ამ არჩევნებზე