სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი
გახსნეს. დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1957 წელს
დაბადებული რ.გ. ინფორმაციას შსს-ს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ
ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ
პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები, ასევე, ფული გასტაცა და
მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით
ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე,
მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე
სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის
“ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშისასამართლო ექსპერტიზის დასკვნით მამუკა ხაზარაძის ე.წ. წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას
შემდეგი სტატიაპოლიციამ დააკავა ძიძა,რომელიც ორი წლის ბავშზე ფიზიკურად ძალადობდა