საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი

region
ავტ.: region აგვისტო 9, 2020 10:47

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250

region
ავტ.: region აგვისტო 9, 2020 10:47