გიორგი გუგავა: ივანიშვილი ჯერ ძარცვავს ხალხს და შემდეგ ცდილობს კაპიკები გადაუყაროს

„თქვენ მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“

ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა, მთავრობის მიერ დაანონსებულ ფინანსურ დახმარებას წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებს.

“ეს არის ბიძინა არქიფოს საარჩევნო წყალობა. ჯერ ძარცვავს, აღარიბებს და ამონებს ხალხს და წინასაარჩევნოდ ცდილობს მათივე ფულიდან ხალხს კაპიკები გადაუყაროს და ამითი კვლავ მოიპოვოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს ძალაუფლება და გააგრძელოს კვლავ ამ ქვეყნის დაყაჩაღება და საკუთარ ბოსტნად გადაქცევა”.- ამბობს გიორგი გუგავა

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, არჩევნებამდე სამი თვით ადრე პანდემიის პერიოდში ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმა შეაჯამა და გეგმის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიანანურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“ვფიქრობთ, როგორ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული”