გიგი უგულავა მთავრობის დახმარებაზე-შეურაცხმყოფელია

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა მთავრობის მიერ დაანონსებულ ფინანსურ დახმარებას შეურაცხმყოფელს უწოდებს. უგულავა მიიჩევს, რომ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მთავრობისგან შეთავაზებული დახმარება, შემდგომ კი არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთონ და ოპოზიციას მისცენ ხმა.

“გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს. ხალხო, თუ გინდათ, აი, ასეთ ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, აი ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ.

ეს მთავრობა სხვა არაფერზე რეაგირებს, ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას და ივანიშვილს და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით და ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს.

ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, გააგდებინეთ ყვავს კაკალი პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია და გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები და გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე”, – ამბობს უგულავა.

banner
წინა სტატიაშირამიშვილი-გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით გამოძიება არ ჩატარდეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის