შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად, ვლადიმერ ბოცვაძესა და მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს.

როგორც ჯახის ადვოკატი ამბობს, შეხვედრა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძესა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძესთან გაიმართა.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოძიებაში ჩართვის მოთხოვნა დააყენეს.

ადვოკატის თქმით, ახლა სწორედ ის პროცესი მიმდინარეობს, როგორ და როდის ჩაერთვება ფედერალური ბიურო გამოძიებაში.

„უკვე სამინისტროს მხრიდანაც შეთავაზება არის და გაიგზავნა. მხარეს გვაქვს მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული შესაძლებლობა, როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე ყველა კითხვებზე იყოს პასუხები გაცემული. ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი პროცესი“, – განაცხადა რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – კონდოლიზა რაისმა განცხადებაში თქვა, თუ გინდათ კარგი მმართველობა, მაშინ თქვენს ქვეყანას თავად უნდა მიხედოთო