ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს წინააღმდეგ-დამოუკიდებელი სარჩელი საერთაშრორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში უკვე შეტანილია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს წინააღმდეგ – დამოუკიდებელი სარჩელი საერთაშრორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში უკვე შეტანილია. ანაკლიის კორსორციუმი დარღვეული უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტისა და მისი ინვესტორის მხარდაჭერის არარსებობის მიზეზებზე ისუაბრა. მისი თქმით, პროეტის დანაკარგი პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიისა, რომ ძირი გამოეთხარა ანაკლიის პროექტისთვის.

2017 წლიდან საქართველოს მთავრობის პოზიცია ანაკლიის პორტის პროექტისადმი შეიცვალა. მოგეხსენებათ, რომ არსებობდა ინტერესები, ასევე არსებობდა პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის მხრიდან, ამ ყველაფრის გათვასწლინებით პოზიცია შეიცვალა და გაჩნდა ობსტრუქციული ქმედებები საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამან გამოიწვია სარჩელების წარდგენა. კონსორციუმის სარჩელი წარდგენილია ერთ მილიარდ დოლარზე, – ამბობს კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი.

ადვოკატი ქეთი ქვარცხავა ადასტურებს, რომ შეტანილია ორი სარჩელი, ერთი ჟენევაში ICC-ში, კონსორციუმის მიერ, მეორე კი ვაშინგტონში, მოქალაქე ბობ მეიერის მხრიდან, რომელიც არის პროექტის ერთერთ მოწილე.

ჩვენს მაგალითთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები მყარია, არავის იმედად არ ვართ, – ამბობს ქვარცხავა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ 2020 წლის 9 იანვარს გაასაჯაროვა. 28 მაისს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მონაცვლე ფოთის პორტს საპორტო რესურსების გაფართოვების უფლება მისცა, ხოლო ივლისის დასაწყისში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონკურენტი ტამანის პორტის მშენებლობა დასრულდა ქერჩის სრუტეში.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა-ეს სასამართლო არაა, ესაა ჩმორების და მონსტრების კორპორაცია
შემდეგი სტატიაეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს