ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე საავადმყოფოდან იზოლატორში გადაიყვანეს

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სუს-ის ცნობით, გახელაძის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია, შესაბამისად, მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება აღარ იყო.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია – მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ხუთი ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი რუსთავში მაჟორიტარობას აპირებს