თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილია – ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

„მიცვალებული უნდა გადმოვასვენოთ და ექსპერტიზაზე წავიყვანოთ. ცუდი ფერი აქვს, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. არ ვიცით როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელზე. ამოღებულია ყველაფერი, აღწერილი აქვს გამოძიებას და ყველაფერს ვნახავთ. რაღაცები არის და დეტალურად გავეცნობი. პროკურორს შევატყობინეთ, რომ დადგენილებაში ჩვენი მხრიდან უნდა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტი“, – განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიკომპანიაში, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან
შემდეგი სტატიანუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – 21 საათზე შსს-სთან აქცია დაანონსდა