კელი დეგნანი – მექანიზმების ეფექტიანი ამოქმედებით აუცილებელია, მივაღწიოთ, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აღებული ვალდებულებები

ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა, აშშ ამ მიმართულებით საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს საქართველოს მხარს. ასევე, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და მოგვიანებით, როგორც ვიცი, მოხდება პირისპირ შეხვედრები და მსჯელობა ამ ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, დეგნანმა ისაუბრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება ადამიანების გატაცებასა და სხვა თემებს, რაც წამოიჭრება ხოლმე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მათი უფლებების დარღვევის კუთხით, ამგვარ შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს.

კელიდ ეგნანი ამბობს, რომ მექანიზმების ეფექტიანი ამოქმედებით, აუცილებელია, მიაღწიონ იმას, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მექანიზმები, რა თქმა უნდა, არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებით, აუცილებელია, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. როგორც უკვე აღვნიშნე, მექანიზმები არსებობს. მთავარია, რომ რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აღებული აქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშითბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება
შემდეგი სტატიაკანდელაკი-მთავრობის გენერალური ხაზია, არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა