ტყიბულში, სამსახურში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, ერთ-ერთმა მეშახტემ ვენები გადაიჭრა

ტყიბულში ერთ-ერთმა მეშახტემ ვენები გადაიჭრა. შემთხვევა მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში მოხდა.

ფაქტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე ადასტურებს. მისი ინფორმაციით, მეშახტესა და მის უფროსს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მეშახტემ ვენები გადაიჭრა.

„ჩემი ინფორმაციით, დასაქმებულისთვის პოზიციის შეცვლა ხდებოდა და ადმინისტრაციას, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის მიწისქვეშა სამუშაოებიდან გადაჰყავდა მიწისზემოთ სამუშაოზე“, -განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.

მეშახტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაში37 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო
შემდეგი სტატიაახალი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში-ბრალდებულების ადვოკატებს საქმის ახალი მასალები გადაეცათ