“Wizz Air და Ryanair კვირაში ერთხელ და ორჯერ ვერ იფრენს, მათთვის წამგებიანი იქნება”

region
ავტ.: region ივლისი 21, 2020 15:08

“Wizz Air და Ryanair კვირაში ერთხელ და ორჯერ ვერ იფრენს, მათთვის წამგებიანი იქნება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა განმარტავს, რატომ სჭირდება უფრო მეტი დრო Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს, ვიდრე Lufthansa-სა და Air France-სთან.

“‘ვიზეარი’ და ‘რაინეარიც’, ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ ის დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ და ერთხელ, ეს მათ ბიზნესმოდელს ვერ შეინარჩუნებს მდგრადად, წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის.

მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება, 10-ზე მეტი მიმართულება გვქონდა ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული, ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ძალიან დიდ ნაკადს ადამიანების. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიოც როცა იქნება და ის ქვეყნებიც, საიდანაც ისინი გვთავაზობენ ფრენას, ჩვენ ამას დავუშვებთ”, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, მთავრობამ Lufthansa-სა და Air France-ს აგვისტოდან ფრენების აღდგენის უფლება მისცა.

region
ავტ.: region ივლისი 21, 2020 15:08