სვანეთში 13 წლის მოზარდს ეძებენ

სვანეთში 13 წლის დაკარგულ მოზარდს ეძებენ – სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

Facebook-ზე ოჯახის განცხადებიდან ირკვევა, რომ 13 წლის მოზარდი გუშინ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

„მესტიის რაიონ, სოფელ ლენჯერში, გუშინ 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან გამოვიდა 13 წლის ი.ფ. ოჯახი და ახლობლები შუადღის შემდეგ ვეძებთ. იყო ველოსიპედით, ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. ბოლოს ნახეს ლენჯერში. იმ შემთხვევაში, თუ ფოტოზე გამოსახულ ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონიც.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა