გატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხს დღეს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განიხილავენ
სხვა სტატიები
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ძალიან სიმბოლური, რომ სოხუმის დაცემის დღეს დაემთხვა პრემიერის გამოსვლა – მაია ცქიტიშვილი
- ჟვანია – pvt-ის დაზუსტებული შედეგები მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია
- ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საზოგადოება “20/30”-ის წევრები საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საკითხს დღეს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განიხილავენ.
„მოგეხსენებათ, ბოლო ინცინდენტის შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გააკეთა განცხადება, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოყვა მტკიცე მხარდაჭერა სხვადასხვა დონეზე. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორებმა გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ასევე, დავით ზალკალიანის ბრიუსელში ვიზიტისას პარტნიორმა ქვეყნებმა გამოხატეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხების განხილვას საერთაშორისო ფორუმებზე. დღეს იქნება ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე დაკავებების საკითხის განხილვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა დარსალიამ, რომლის კომენტარსაც საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.