“ეს არის საქართველო, რომელიც არ პატიობს თავგასულობას ძალაუფლების არც ერთ შტოს”

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვების 2021 წლამდე გახანგრძლივებით ძალაუფლების კონცენტრირებას საკუთარ ხელში ცდილობს.

“კოვიდ-19 ზოგიერთ ქვეყანაში გახდა ავტორიტარიზმის საბაბი. კოვიდით სარგებლობენ ზოგიერთი ქვეყნები, რომ მთავრობებმა დაარღვიონ ადამიანის უფლებები. რატომ უნდა იყოს საქართველო, თანაც წინა საარჩევნო პერიოდში, თან ისედაც ბევრი საერთაშორისო პრობლემის მქონე საქართველო, იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც იტყვიან, რომ დარღვეულია დემოკრატიულობის და ძალაუფლების ბალანსი. არ მჯერა, რომ ამ კანონით რაიმე სახით მანიპულირება გამოვა, მაგრამ ეს ცუდი პრეცედენტია. ეს არის დისბალანსი. დღეს ბალანსზე უნდა გვემსჯელა და არა ის, რომ აი თქვენ ადამიანების სიკვდილი გაგიხარდებოდათ. ამ ყველაფრის ფასს, აუცილებლად ყველა მთავრობა, რომელიც სარგებლობს სიტუაციით, აკეთებს ძალის კონცენტრირებას და არის უკონტროლო, ისჯება საზოგადოების მხრიდან. ეს არის საქართველო, რომელიც არ პატიობს თავგასულობას ძალაუფლების არც ერთ შტოს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა-ომბუდსმენს შაქარაშვილის საქმის მასალებს გადავცემთ, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ
შემდეგი სტატიამდინარე ჯუმში მაშველები და მყვინთავები 15 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ