“არავის შევაზღუდინებთ სიტყვის თავისუფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან”

კანონმდებლობაში ცვლილებებით მცდელობა რომ სიტყვის თავისუფლება დაარეგულირო, არის სახიფათო ნებისმიერი მთავრობის პირობებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„სახალხო დამცველი მოსული რომ იყო, მთელი გამოსვლები მაგაზე ჰქონდათ, დაგვიცავით კრიტიკისაგანო. კანონმდებლობაში თუ დააპირებენ ცვლილებას, ტყუილია, რაღაც ნაწილში სცადეს ახლაც ცვლილების შეტანა, ამას მოყვება ძალიან მწვავე რეაქცია, რადგან არ შევაზღუდინებთ არავის სიტყვის თავისუფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან. თუ ებრძვიან, თვითონ მისცენ მაგალითი. ეს იგივე მიდგომაა, რაც ივანიშვილის გარემოცვას აქვს ყველაფრის მიმართ – მე მოვიქცევი როგორც მინდა, შენ მოიქეცი, როგორც საჭიროა და ამას მე შენ დაგავალდებულებ კანონით. თვითონ მისცენ მაგალითი, ღარიბაშვილმა, წულუკიანმა, ახლა უკვე გახარიამაც ლექსიკით. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, ზუსტად ისეთი, როგორიც სხვები. ვეცდებით, დავარწმუნოთ ეს ხალხი მერე თუ დააპირებენ, რომ კანონით კრიტიკა შეზღუდონ, ეგ იქნება სერიოზული ამბავი და ამას მოჰყვება დიდი რეაქცია“, – განაცხადა გობკერიამ

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად არ სურდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება
შემდეგი სტატიაიმედი კოკაია ლატვიაში კარატისტებისთვის თილისმად და ბრძენ უხუცესად იქცა