ჯოზეპ ბორელი : ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნება არჩევნების მომზადებისას

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ​ჯოზეპ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა.

„პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება გადამწყვეტი მომენტია უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებისთვის ქვეყანაში, არჩევნების კონტექსტში. გილოცავთ ყველას. ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება არჩევნების მომზადებისას“, – წერს ბორელი „ტვიტერის“ გვერდზე.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით საქართველო არის ბედნიერი და იშვიათი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში
შემდეგი სტატიაკვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მატის შეთანმხება