თბილისის უბნები “ქართულმა ოცნებამ” დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის უბნები “ქართულმა ოცნებამ” დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული რაგბისტების გავლენიანი მფარველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

“ფეისბუქის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოში კრიმინალურ ავტორიტეტებს ქართველ ხალხთან ერთად, შემოდგომაზე დაასრულებს.

“შევარდნაძის დროს შს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერმინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს კანონიერი ქურდის შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ – კაწროსთან. თბილისის უბნები “ქართულმა ოცნებამ” დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა
შემდეგი სტატიასაბურთალოს „სითი მოლში“ ევაკუაცია იყო გამოცხადებული