დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა

margvela 11 margvela 12სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, რომელიც სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება თანხის კონკრეტულ ოდენობას, აბაშიშვილის თქმით, ეს თბილისის მერიასთან კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.
“პირველ რიგში ვუსამძიმრებ დაღუპულ ოჯახებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა იმ ადამიანებზე, ვისაც დახმარება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. საუბარი ეხება მათ დაბინავებას, განთავსებას და პირველად საჭიროებებს”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტიქიის გამო საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: პანიკის საფუძველი არ არსებობს