“საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენით მიღებამდე სიფრთხილე და მობილიზება გვჭირდება”

region
ავტ.: region ივნისი 21, 2020 12:46

“საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენით მიღებამდე სიფრთხილე და მობილიზება გვჭირდება”

საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით ვიდრე არ იქნება მიღებული, იქამდე სიფრთხილე და მობილიზება გვჭირდება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განცხადა. მისივე თქმით, ეს პროექტი არსებულზე უკეთესია.

„პირადად მე მიხარია, რომ იმ პარტიებმა გადახედეს თავიანთ გადაწყვეტილებას და შეცვალეს პოზიცია, ვინც ამბობდა, რომ კენჭისყრაში არ იღებდა მონაწილეობას და ეს სწორია. ეს გაუთვალისწინებელ რისკებს დააზღვევს კენჭისყრის პროცესში. მაგრამ ვიდრე სამივე მოსმენით არ იქნება მიღებული ცვლილებები, იქამდე გვჭირდება სიფრთხილე და მობილიზება. ეს პროექტი უკეთესია, ვიდრე არსებული. არ არის იდეალური, მაგრამ ნამდვილად ზრდის შანსებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ცვლილებები მოხდეს, შედარებით უმტკივნეულოდ და არჩევნების შედეგად შეიცვალოს ხელისუფლება“,- განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.

region
ავტ.: region ივნისი 21, 2020 12:46