კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი იმპორტირებული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებული.

„ახალი პაციენტების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა ახალი შემთხვევის ინფექციის წყარო დადგენილია. დღევანდელი რიცხვით ქვეყანაში არის 906 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დადასტურებულია რვა ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ადრე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტი და ექვსი არის იმპორტირებული შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ხუთი შემთხვევა დაადასტურა ლუგარის ლაბორატორიამ, ერთი „ნიუ ჰოსპიტალმა“, ერთი ინფექციურმა და ერთიც – „ნეო ლაბმა“. ზოგადად, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით და სიტუაცია კონტროლირებადია. კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ნიღბების ტარება, თავის არიდება დიდი შეკრებებისგან, დისტანცირება. ის ფაქტ, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატია“ჩემზე, ერთ ხმაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილება მიმეღო”