292,587 მოქალაქემ ხმა უკვე მისცა, აქტივობა 8,33%–ია – ცესკო 10:00 საათის მონაცემები

“ცესკოს” ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა დღევანდელ არჩევნებზე დილის 10:00 საათისთვის 8,33 %–ია, რაც რაოდნობრივად არის 292,587 ამომრჩეველი.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე–19 საარჩევნო უბანზე, რაჭა ლეჩხუმსა და სვანეთში.

„10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც 292 587 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 საარჩევნო ოლქში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთში – 11%. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში 7,3%,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

“ცესკოში” გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ სააარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და ამომრჩეველს აქვს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება, 127 სპეციალურად შექმნილი საარჩევნო უბანი კი, გადასატანი ყუთების საშუალებით კორონავირუსით დაინფიცირებულ და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს ემსახურება.

banner
წინა სტატიაში“საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ორგანიზების კუთხით” – კელი დეგნანი
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში როგორც არჩევნების დამკვირვებელი